ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას“ კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა უნდა გადაურიცხოს 

30 აპრილი 2025, 13:35 106 ნახვა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას“ კონგრესის მიერ აპრილის თვეში გამოყოფილი 12 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს. ასეთია  ფედერალური  მოსამართლის რაის ლამბერტის გადაწყვეტილება.  სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, ერთი პიროვნული გადაწყვეტილებით მოახდინოს კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლების“ ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხების ბლოკირება.

„რადიო თავისუფლების“ იურისტები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტების ყველა კონტრაქტი გაწყვიტა, უარი თქვა ქირის გადასახადზე და 122 თანამშრომელი გაათავისუფლა. თუ დაფინანსება ხვალამდე   არ განახლდება, მაშინ მედიაორგანიზაციის კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი დარჩება  უსამსახუროდ. 

აქვე გეტყვით, „რადიო თავისუფლება“  აშშ-ის „გლობალური მედიის სააგენტოსთვის“ კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხებით ფუნქციონირებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში