სახალხო დღესასწაული „ჩაოობა“

03 მაისი 2025, 17:57 864 ნახვა

ხულოში სოფელ ჩაოში ტრადიციული სახალხო ღონისძიება ჩაოობა იზეიმეს. ღონისძიება ადგილობრივებმა 1997 წელს ერთ-ერთი ჩაოელის ზაური მახარაძის ინიციატივით ჩაატარეს. ღონისძიება ადგილობრივებმა და სოფლის სტუმრებმა წელს პირველად ახალაშენებულ სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში იზეიმეს. ზეიმი წელსაც დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურული აქტივობებით-წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ადგილობრივი ფოლკლორი, დაჯილდოვდნენ საპატიო ჩაოელები. სახალხო ღონისძიების მიზანი ტრადიციების გაგრძელების, ერთიანობის შენარჩუნების, მიგრირებული ჩაოელების მონახულებაა. ღონისძიებას ადგილობრივი მოქალაქეები აორგანიზებენ ყოველწლიურად.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში