თორნიკე შენგელიათი „ბარსელონა“ დაინტერესდა

06 მაისი 2025, 11:46 75 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია შესაძლოა ზაფხულში ევროპული კალათბურთის გრანდის, „ბარსელონას“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტანდოს“ ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი ავრცელებს.

ამჟამად „ვირტუს ბოლონიას“ მოთამაშეს, მაჯის ცნობით, „ბარსელონა“ სამწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. 33 წლის თორნიკე შენგელიას ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს. ქართველი 2008-2010 წლებში „ვალენსიაში“ ასპარეზობდა, ხოლო 2014-დან 2020 წლის ჩათვლით „ბასკონიის“ ღირსებას იცავდა, სადაც ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

იტალიურ კლუბთან შენგელიას მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულში იწურება. ბარსელონასთის“ სასურველ და ხელმისაწვდომ კალათბურთელთა სიაში 12 მოთამაშიდან ექვსი NBA-დანაა და მათ შორისაა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც „სან ანტონიოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში