ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

08 მაისი 2025, 10:04 89 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა. ლონდონში გამართული შეხვედრა პარიზელებმა 1:0 მოიგეს და ამ წყვილში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ფრანგები 31 მაისს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში