,,ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ელაპარაკოს დირექტივებით“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის საკითხების მაქსიმიზაციაზე და ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე.
მიაჩნია, რომ ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომლებზეც თავად ვერ თანხმდება.
ასეთად კი, ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა „ვეტინგის“ სისტემა დაასახელა.