„შავმა ლომმა“ „ედინბურგი A“ დაამარცხა

19 მაისი 2025, 13:50 95 ნახვა

შოტლანდიურ ტურნეზე მყოფმა „შავმა ლომმა“ პირველი ამხანაგური თამაში „ედინბურგი A“-სთან გამართა და 47:33 დაამარცხა. ქართველებმა მასპინძლებს შვიდი ლელო გაუტანეს და ექვსი გარდასახვა გამოიყენეს. ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძის, აკაკი ტაბუცაძის ორი, ზაურ ლუტიძის, ირაკლი ქვათაძის, შალვა აფციაურის და ამირან შვანგირაძის ანგარიშზეა.

შეხვედრაში მონაწილეობა ტურნეზე მყოფმა 30-ივე მოთამაშემ მიიღო.

მათგან ოთხს „შავ ლომში“ დებიუტი ჰქონდა. შოტლანდიაში „შავი ლომი“ მეორე თამაშს 22 მაისს, „გლაზგო ვორიორსთან“ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი