რუბიომ კონგრესმენების კითხვებს უპასუხა

22 მაისი 2025, 09:55 88 ნახვა

მარკო რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს, მიენიჭოს თუ არა თალიბანს „უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის“ სტატუსი.

ტენესის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენლის ტიმ ბურჩეტის კითხვაზე, მიაკუთვნებდა თუ არა აშშ თალიბანს „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციას“, რუბიომ უპასუხა: „მე მჯერა, რომ ეს კლასიფიკაცია ახლა, კიდევ ერთხელ, გადახედვის პროცესშია“.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ გარკვეული წარმატება მივაღწიეთ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებაში. თუმცა, ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს. უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი პოლიტიკა ავღანეთთან დაკავშირებით. ჩვენ ნათლად ვიცით, ვინ არიან ისინი და რა გააკეთეს წარსულში - განაცხადა რუბიომ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში