ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 21 მაისს შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტიც.
„სტუმრებს სიტყვით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ.
ღონისძიებას შვეიცარიის ფედერალური უწყებებისა და შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიღების ფარგლებში გათამაშდა ავიაკომპანია edelweiss-ისა და easyJet-ის პირდაპირი ფრენის ავიაბილეთები ჟენევიდან და ციურიხიდან თბილისის მიმართულებით. საქართველოს საელჩომ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით უმასპინძლა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.