„დრაგონ-ბოათის" ევროპის თასი​

09 ივნისი 2025, 10:01 50 ნახვა

ისტორიაში პირველად ბათუმში „დრაგონ-ბოათის" ევროპის თასი გაიმართა. 7 და 8 ივნისს ნურის ტბაზე, გამართულ საერთაშორისო დონის ტურნირში 25 ქვეყნის 400-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება 200-დან 2000-მეტრიან დისტანციებზე გაიმართა.

შეჯიბრება 5 სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარდა, სადაც 100-ზე მეტი პრიზიორი გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში საქართველოს ნიჩბოსანთა ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობდა. ჩვენი გუნდი საუკეთესო ხუთეულშია.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში