ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირს „თრიალეთის თასი - 2025" მასპინძლობს. ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია: ჩემპიონობა ფიგურულმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ იზეიმა, მან მოკლე პროგრამაში 89,60 ქულა, თავისუფალ პროგრამაში 171,42 ქულა, ორი პროგრამის ჯამში კი 261,02 ქულა და ოქროს მედალი მოიპოვა; დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა კი სპორტულ ცეკვებში გაიმარჯვა, მათ რითმულ ცეკვებში 80,35 ქულა დააგროვეს, თავისუფალ ცეკვაში - 123,04 ქულა, ორი პროგრამის ჯამში კი 203,39 ქულა და პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „თრიალეთის თასი - 2025" სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ტურნირს დაესწრო და მამაკაცთა კატეგორიასა და სპორტულ ცეკვებში პრიზიორები დააჯილდოვა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე