ისრაელის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ ჰუმანიტარული დახმარების გემს, რომელმაც ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრია, მათ შორის არის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.
ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი იახტა „მადლინი“ რომელსაც პროპალესტინური თავისუფლების ფლოტილის კოალიცია მართავს, ღაზაში სიმბოლური დახმარების მიწოდების მიზნით გაემგზავრა, თუმცა იგი ღამით დააკავეს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ გემი ისრაელის კონტროლის ქვეშ იმყოფება „ცნობილი ადამიანების „სელფის იახტა“ უსაფრთხოდ მიემართება ისრაელის სანაპიროებისკენ.