დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

16 ივნისი 2025, 10:35 133 ნახვა

ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის,   ხელმძღვანელი ქალი იქნება.  გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა.

სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველი აღნიშნულ თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას მოწინააღმდეგეების მხრიდან.  

ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელს რიჩარდ მურს შეცვლის, რომელიც თანამდებობას შემოდგომაზე დატოვებს.

მეტრეველი სადაზვერვო სამსახურში 1999 წლიდან მუშაობს. ბრიტანული გამოცემა ფაინენშელ თაიმსი აღნიშნავს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში