ირანის სულიერი ლიდერი ისრაელს უმოწყალო ომით ემუქრება 

18 ივნისი 2025, 11:01 254 ნახვა

ირანული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, გამთენიისას ისრაელმა ირანის ხოჯირის რაკეტების წარმოების ობიექტს დაარტყა, იმავე საწარმოს, რომელიც ოქტომბერში დაბომბეს. სოციალური მედიაში გავრცელებულ კადრებში საწარმოს თავზე  შავი კვამლის ღრუბელი ჩანს.  

ისრაელისა და ირანის საჰაერო ომი მეექვსე დღეა გრძელდება. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ იქს-ზე.

„ჩვენ მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. ჩვენ უმოწყალონი ვიქნებით სიონისტების მიმართ“ - წერს ხამენეი. დონალდ ტრამპმა სამშაბათს სოციალურ ქსელში გააფრთხილა ირანი, რომ აშშ-ს მოთმინება იწურება.

მიუხედავად იმისა, რომ  ტრამპის მტკიცებით „ჯერჯერობით“ ირანის ლიდერის მოკვლის განზრახვა არ არსებობს, ირანის მიმართ ვაშინგტონი უფრო აგრესიულ პოზიციას იჭერს და განიხილავს, გააღრმავოს თუ არა ამ კონფლიქტში აშშ-ის ჩარევა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში