NBA-ს ჩემპიონი მეშვიდე მატჩში გაირკვევა

20 ივნისი 2025, 09:05 81 ნახვა

პირველად 2016 წლის შემდეგ NBA-ს ჩემპიონის ვინაობას მეშვიდე მატჩი გადაწყვეტს. „ინდიანა პეისერსმა“ შინ „ოკლაჰომა თანდერსი“  108:91 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 3:3.

პირველივე ტაიმში გამოიკვეთა ინდიანელთა უპირატესობა, მათ 32-დან 15 სამქულიანი ჩააგდეს, რაც გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდა.

სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი 23 ივნისს ოკლაჰომაში თბილისის დროით დილის 4:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში