სპორტული ღონისძიებები საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავად 

23 ივნისი 2025, 14:15 130 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავად ბათუმში სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს. სპორტული აქტივობები  სხვადასხვა ადგილას ტარდება. ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქტივობები ქვიშის ფრენბურთში, ქვიშის ჭიდაობაში, ფეხბურთსა და რაგბში; ძველ ბულვარში ტარდება შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, კარატისტები კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასპარეზობენ. 

ნურიის ტბაზე ჩატარდა შეჯიბრება კანოეში. ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ველოგარბენი და მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი, რომლებიც დასრულდება ანბანის კოშკთან.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოში 1994 წლიდან აღინიშნება. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი