ქართველი პარაძალოსნების ოქრო და ვერცხლი მსოფლიო თასზე

24 ივნისი 2025, 09:43 87 ნახვა

ქართველმა პარაძალოსანებმა, აკაკი ჯინჭარაძემ და გიორგი ლაცაბიძემ, რომლებიც +107 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

აკაკი ჯინჭარაძემ ინდივიდუალურ ასპარეზობაში 232 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 689 კგ დააგროვა და ორი ოქროს მედალი აიღო.

გიორგი ლაცაბიძემ ინდივიდუალურ ასპარეზობაში 217 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 647 კგ დააგროვა და მეორე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი