საგამოძიებო კომისიის სხდომა

25 ივნისი 2025, 12:05 88 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. მაკა ბოჭორიშვილი კომისიის სხდომაზე ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლაში ადანაშაულებს, ასევე აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტები აქტიურად მონაწილეობდნენ ნეგატიური რეზოლუციების მიღებაში.

მანამდე კი კომისიამ გივი მიქანაძეს მოუსმინა. დეპუტატმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების  არცნობის პროცესზე ისაუბრა.

მისი განცხდაბეით ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ შეიტანა. დეპუტატმა სხდომაზე კონკრეტული გვარები დაასახელა.

კომისია დღევანდელ სხდომაზე 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებულ ქმედებებს განიხილავს.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში