საერთაშორისო ტურნირი კრივში

27 ივნისი 2025, 20:08 72 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, წარსულში ცნობილი მოკრივის, საქართველოს ჩემპიონისა და პრიზიორის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი კრივში.

შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 150 სპორტსმენი მონაწილეობს. ასპარეზობა მამაკაცთა შორის, დიდების კატეგორიაში ტარდება.

შეჯიბრება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში მხოლოდ ეროვნული ნაკრებების ლიდერები მონაწილეობენ. საქართველო საერთაშორისო ტურნირზე 16 მოკრივითაა წარმოდგენილი, რომელთაგან 4 აჭარის სკოლის წარმომადგენელია.

ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი წინა მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც შემოდგომაზე ინგლისში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ფინალური შეხვედრები სპორტის სასახლეში კვირას, 29 ივნისს შედგება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში