სკოპიეში გამართულ კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ წრეში საქართველომ ავსტრია 4:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქე ლიეტუვა იყო, რომელთანაც 4:2 გაიმარჯვა, თუმცა ნახევარფინალში საფრანგეთთან 1:4 წააგო.
ბრინჯაოს მედლისთვის საქართველო პოლონეთს შეხვდა, რომელსაც ძალიან ადვილად, 4:0 აჯობა და ბრინჯაო მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე მანამდე ინდივიდუალურად ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ გიორგი მუმლაძე და ქეთი რობაქიძე, ვერცხლს ცოტნე იჩქითიძე, ხოლო ბრინჯაოს გიორგი ქარჩაიძე, ნანა გულბიანი, ვასილ გამეზარდაშვილი და იოანე აბალაკი დაეუფლნენ.