ისრაელმა ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა

09 ივლისი 2025, 09:59 152 ნახვა

ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია პალესტინის  დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია  ჩრდილოეთ ლიბანის ქალაქ ტრიპოლისთან ახლოს. ეს ამ რეგიონში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი წერტილოვანი დარტყმაა.   

მოგვიანებით ისრაელის მხარემ დარტყმის  სამიზნე  მეჰრან მუსტაფა ბაჯური დაასახელა. იგი ლიბანში ჰამასის ერთ-ერთ მთავარი მეთაური იყო. ჰამასისგან კომენტარი არ გაკეთებულა.

ლიბანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ტრიპოლისთან ახლოს ავტომობილზე თავდასხმის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

დაღუპულთა ვინაობა არ სახელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში