ტრამპი-სი ძინპინის შეხვედრა შემოდგომაზე იგეგმება

21 ივლისი 2025, 11:08 137 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი 30 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შესაძლოა ჩინეთს ეწვიოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დასასწრებად, ან შესაძლოა, სამხრეთ კორეაში აპეკის ღონისძიების ფარგლებში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდეს.  ამის შესახებ ჩინური მედია წერს. 

ორივე ქვეყანა ცდილობს მოლაპარაკებები გამართოს ტარიფების ომის დასრულების შესახებ, რომელმაც გლობალური ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვები შეცვალა.

ორივე მხარე განიხილავს რეგიონის ლიდერებს შორის პოტენციურ შეხვედრას წელს, მაგრამ ჯერ არ დაუკონკრეტებიათ შეხვედრის თარიღი ან ადგილმდებარეობა.

ტრამპი ცდილობს აშშ-ის იმპორტიორებისთვის ტარიფების დაწესებას პრაქტიკულად ყველა უცხოურ საქონელზე, რაც, მისი თქმით, შიდა წარმოებას გამოაცოცხლებს და კრიტიკოსების თქმით, ამერიკელებისთვის ბევრ სამომხმარებლო საქონელს უფრო ძვირს გახდის. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი