უკრაინის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა

23 ივლისი 2025, 10:51 104 ნახვა

უკრაინის ოთხ ქალაქში – კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში  საპროტესტო აქციები გაიმართა მას შემდეგ, რაც უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების — ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, უკვე ხელი მოაწერა კანონს. მანამდე ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდეს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროინტეგრაციისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში