საპროტესტო აქცია ურეხში

27 ივლისი 2025, 11:44 326 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში – ურეხის ე.წ. „ზედა ღელეს“ დასახლების მაცხოვრებლები წინაპართა კუთვნილი მიწების დაბრუნებას მოითხოვენ. ადგილობრივების თქმით,  მათ ხელთ აქვთ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მათი წინაპრები ამ ტერიტორიაზე ფლობდნენ დაახლოებით 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთებს, ახლა კი არსებობს საშიშროება, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლებამ შესაძლოა ტერიტორია უცხო ინვესტორებზე გაასხვისოს. 

მათ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მოსახლეობის მტკიცებითვე, 1990-იან წლებში, იმდროინდელმა ხელისუფლებამ მათ მიწის სარგებლობის უფლება უკანონოდ ჩამოართვა და მოსახლეობა ძალით გააძევა.  მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს  გვარების წინაპართა საფლავები.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში