აშშ-ის კონგრესში ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ

31 ივლისი 2025, 11:13 161 ნახვა

ლიბერალმა სენატორმა ბერნი სანდერსმა კონგრესს მოუწოდა, შეწყვიტოს ისრაელისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება. ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევითი საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა ღაზის ომის  ხარჯების 70% დაფარა, სანდერსმა განაცხადა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენეს იმისთვის, რომ  ბავშვებს  ეშიმშილათ, სკოლები დაებომბათ,   მშვიდობიანი მოსახლეობა ამოეხოცათ  და ნეთანიაჰუსა და მისი კრიმინალი მინისტრების სისასტიკისთვის მხარი დაეჭირათ.

 „დროა, რომ კონგრესმა გამოიყენოს არსებული ბერკეტები“, - თქვა სანდერსმა.  ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს შიმშილით გამოწვეული კიდევ შვიდი გარდაცვალების შემთხვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის ორი წლის გოგონას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ისრაელის არმიამ ოთხშაბათს სამი საათის განმავლობაში მინიმუმ 50 ადამიანი მოკლა, როცა ისინი ცდილობდნენ გაეროს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანებიდან საკვების მიღებას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი