დილით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მოსახლეობამ დედაქალაქის მეტროსადგურებს შეაფარა თავი.
კიევის ოფიციალური პირები მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. რუსეთმა იერიში ლვოვზეც მიიტანა.
თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ქალაქის მერის თქმით, აფეთქებების ტალღამ ათობით სახლი დააზიანა.