7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ლეგიტიმურ პროცესს უწოდებენ ''ქართულ ოცნებაში''. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება.
თენგიზ შარმანაშვილს ენჯეოების დაყადაღების ერთ-ერთ მიზეზად სხვა ქვეყნებში იუსაიდის საქმიანობა და ორგანიზაციის მიერ გაცემული დაფინანსება მოჰყავს.