საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება

01 სექტემბერი 2025, 14:15 102 ნახვა

ანრი ოხანაშვილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.საკითხთან დაკავშირებით კომიტეტმა დასკვნის პროექტი მოამზადა, რომელიც ჯერ ბიუროს გადაეცემა, შემდეგ კი  საპარლამენტო სესიაზე  ცნობად მიღებისთვის უნდა გაიტანონ.

კომიტეტის სხდომაზე  სპიკერმა დავით მათიკაშვილმა ანრი ოხანაშვილს ახალ  პოზიციაზე  წარმატებები უსურვა, ის როგორც პრემიერმა განაცხადა, მისი მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 23 აგვისტოს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, ვაკანტურ თანამდებობაზე კი ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში