უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა შავ ზღვაში ქალაქ ნოვოროსიისკის მახლობლად რუსულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც გემი მწყობრიდან გამოვიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დარტყმის მომენტში მრავალფუნქციური გემი, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი დოლარია, ნოვოროსიისკის მახლობლად პატრულირებდა და რადიოელექტრონულ დაზვერვას ახორციელებდა.