ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს 27 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

12 სექტემბერი 2025, 10:08 107 ნახვა

ბრაზილიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს  27 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა. ის ასევე დამნაშავედ ცნეს შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში, ბრაზილიის დემოკრატიული წესრიგის ძალის გამოყენებით დარღვევის მცდელობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის გეგმა ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ახლადარჩეული პრეზიდენტის მკვლელობასაც მოიცავდა. გამამტყუნებელ ვერდიქტს მხარი უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლიდან ოთხმა დაუჭირა.

გადამწყვეტი ხმის მიცემისას მოსამართლე კარმენ ლუსიამ განაცხადა, რომ ბოლსონარუმ პროვოცირება გაუწია 2023 წლის 8 იანვრის „ამბოხს“, როდესაც მისმა ათასობით მხარდამჭერმა დააზიანა უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტის სასახლე და კონგრესი. როგორც „სიენენი“ წერს, ბოლსონარუ ბრალდებებს უარყოფს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი