გაერომ რეზოლუციით მხარი დაუჭირა პალესტინის დამოუკიდებლობას

13 სექტემბერი 2025, 11:40 96 ნახვა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 142-მა სახელმწიფომ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 10-მა ქვეყანამ მისცა, მათ შორის არის აშშ, ისრაელი, არგენტინა და უნგრეთი.

რეზოლუცია გმობს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 2023 წლის 7 ოქტომბერს, შეიცავს მძევლების გათავისუფლების მოწოდებას. ამერიკელი დიპლომატის, მორგან ორტაგუსის თქმით, ეს რეზოლუცია „ჰამასისთვის“ საჩუქარს წარმოადგენს და კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართულ სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევას ძირს უთხრის. რეზოლუციის წინააღმდეგია ასევე ისრაელი, რადგან აცხადებენ, რომ დოკუმენტი ისრაელთან ერთად დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი