კიტ კელოგი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვეღარ მიაღწევს

14 სექტემბერი 2025, 12:01 117 ნახვა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს. კიტ კელოგის განცხადებით, რომელიც მან იალტის ევროპული სტრატეგიის 21-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა, უკრაინელებს რუსეთთან შედარებით მორალური უპირატესობა აქვთ.

კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინელები უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში მსოფლიო ლიდერები გახდნენ და მნიშვნელოვნად გაუსწრეს აშშ-ს. ამის მიუხედავად შტატების სპეციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიურ სტრატეგიას ომის დასრულება შეუძლია. მისივე განცხადებით, ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერის სრული შეწყვეტა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ძალიან სწრაფ შეჩერებას გამოიწვევდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი