რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსული დრონებით იერიშების დროს 1 უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო რუმინეთმა „ეფ-16“ ტიპის ორი გამანადგურებელი აამოქმედა.
აღნიშნავენ, რომ ავიაგამანადგურებლები დრონს აედევნენ, ვიდრე მან ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დატოვა. სამინისტროს ინფორმაციით, საფრენი აპარატი დასახლებული ტერიტორიის თავზე არ მიფრინავდა და ის მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.