თავდაცვის ძალებში ქვიშის რაგბის ტურნირი დასრულდა. ტურნირში გამარჯვება მესამე ქვეითმა ბრიგადამ მოიპოვა.
რაგბის კლუბ „არმიას“ ორგანიზებულ შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და ვეტერანებით დაკომპლექტებული ექვსი გუნდი მონაწილეობდა. ტურნირში გამარჯვება მესამე ქვეითმა ბრიგადამ მოიპოვა.
მეორე ადგილზე ვეტერანთა გუნდი გავიდა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულმა გუნდმა კი თასი მიიღო.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე