ლეგენდარულ მოკრივე ლენოქს ლუისს საქართველოს სპორტი მინისტრი შეხვდა.მხარეებმა საქართველოში კრივის განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს. ლენოქს ლუისი საქართველოში პროფესიული კრივის საღამოზე დასასწრებად იმყოფება. ღონისძიება 26 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გაიმართება.
საღამოზე WBF მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები, საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება და მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისათვის 12-რაუნდიანი ბრძოლა გაიმართება. ლეგენდარული მოკრივე ლენოქს ლუისი 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია.
პროფესიულ კრივში წლების განმავლობაში ის მძიმე წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი იყო.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე