საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს - ვახტანგ ლოლუასა და გელა ბოლქვაძეს შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
ვახტანგ ლოლუამ ფინალში ირანელი ფარზად აჰმად ბალოოტაკი ანგარიშით 9:7 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა, გელა ბოლქვაძემ კი ფინალი ირანელ მეტოქესთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე