საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური ლიდერების, თბილისის „იბერიისა“ და გორის „დილას“ მატჩებით გაიხსნა. „დილამ“ საკუთარ მოედანზე „გაგრა“ 5:0 დაამარცხა. რაც შეეხება „იბერიას“, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისში „ტორპედოს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.
29 ტურის შემდეგ „დილას“ 62 ქულა აქვს და კვლავ ლიდერი გახდა, ხოლო „იბერია“ 59 ქულით მეორე ადგილზე დაქვეითდა. ქუთაისის „ტორპედო“ გათამაშების ცხრილში 49 ქულით მესამეა.
დღეს ეროვნული ლიგის 29-ე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება. „კოლხეთი“ – „თელავი“; „სამგურალი“ – თბილისის „დინამო“; ბათუმის „დინამო“ – „გარეჯი“.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე