თამარ ჟვანია უსკოს თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა

19 ივნისი 2016, 00:00 1816 ნახვა

თამარ ჟვანია უსკოს წევრებს შეხვდა, ინფორმაციას ამის შესახებ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, უმაღლესი საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო, უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გასატარებელ ღონისძიებებს. თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის 25 წლიან გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ მზად არის, შესაძლებლობის ფარგლებში, უსკოს ყველა პრობლემური საკითხის გადაჭრაში დაეხმაროს. კომისიის წევრებმა ცესკოს თავმჯდომარესთან განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა - საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ოლქებში უსკოს წარმომადგენლების დანიშვნისა და კენჭისყრის დღეს უმაღლესი საარჩევნო კომისიისათვის შემაჯამებელი ოქმების ოპერატიულად მოწოდების აუცილებლობა",-ნათქვამია უსკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში