ომბუდსმენის ანგარიში

25 ივნისი 2016, 00:00 1590 ნახვა

75 ხმით მიიღო პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სხდომაზე დოკუმენტი სრული სახით არ წარუდგენიათ, ამიტომ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია რა რეკომენდაციები არ გაიზიარა საკანონმდებლო ორგანომ. სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტის გამო არ დასწრებია. ნანუაშვილის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებზე, და რეკომენდაციებზე, რომლებიც უწყებებს გადაეგზავნება. სახალხო დამცველი, შრომის ინსპექციის გაძლიერებას, ასევე არასათანადო მოპყრობასა და წამებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითხოვს, , უჩა ნანუაშვილი მიანიშნებს პოლიცილების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე. 

ამავე კატეგორიაში