მიდის თუ რჩება?

27 ივნისი 2016, 00:00 4219 ნახვა

პოლიტიკურ წრეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია,  რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  უახლოეს დღეებში თანამდებობას მისივე განცხადების საფუძველზე დატოვებს.  კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ არჩილ ხაბაძეს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.  ჩვენ ვეცადეთ ამბის  გადამოწმებას.  მთავრობის პრეს-სამსახურში ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.  უცნობია უკავშირდება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინელ შეფასებას მთავრობის თავმჯდომარის მიმართ? მე შეგახსენებთ,  ყოფილმა პრემიერმა  ტელე-ჟურნალისტებთან შეხვედრისას არჩილ ხაბაძის, როგორც მმართველის სუსტ და ძლიერ  მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პოზიციაზე უკეთესიც კადრიც შეიძლებოდა.  ბიძინა ივანიშვილის ეს შეფასება  მთავრობის ხელმძღვანელისთვის მისაღები აღმოჩნდა. რამდენიმე კვირის წინ  მან თქვა,  რომ ის თავის გუნდთან ერთად რჩება რეგიონის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში