საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდა

01 ივლისი 2016, 00:00 3862 ნახვა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ძალაშია. შეთანხმება, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს მოიცავს,  სრულად ამოქმედდა.დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული პუნქტები, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.   

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში