გიორგი პაპუაშვილის სკანდალური განცხადება

22 ივლისი 2016, 00:00 3950 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ცალკეულ მოსამართლეებზე თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე განცხადება გუშინ გააკეთა. გიორგი პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ საქმეებთან დაკავშირებით და რომელ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა. პაპუაშვილის თქმით, ზეწოლა გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების და ნათესავების კომერციული საქმიანობის ხელშეშლასა და დაშანტაჟებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხებზე უფრო დეტალურად, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ისაუბროს.

ამავე კატეგორიაში