მეწყერი კვარიათსა და ქედაში

23 ნოემბერი 2018, 00:00 1678 ნახვა

ძლიერმა წვიმებმა აჭარაში მეწყრული პროცესები გამოიწვია. კვარიათში მემიშიშეების ოჯახს გზის ჩამონგრევის გამო საფრთხე შეექმნა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ ისინი 2 წელია რაც გზის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ, თუმცა დაპირებების მიუხედავად,ეს არ მომხდარა.ოჯახი კომპენსაციას და ახალ საცხოვრებელში გადაყვანას ითხოვს, რადგან მათი თქმით სახლში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიაშია.

მერია მათ დროებით ქირით გადაიყვანს. ქედაში კი მეწყრულმა პროცესებმა ოთხი სოფლის, ხარაულას, ოქტომბრის, კოკოტაურის და ზვარეს გზები ჩამოანგრია და ჩახერგა. ამ წუთისათვის სოფელ ოქტომბრის გარდა ყველა გზა გაწმენდილია საგზაო დეპარტამენტი,მათი თქმით  ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში