ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს

27 ნოემბერი 2018, 00:00 1415 ნახვა

ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე  განიხილეს.  აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავება „უკრაინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იყო“. მან მოსკოვს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.  ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა  პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

„როგორც არ უნდა ყოფილიყო, არ მოგვწონს ის, რაც ხდება. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება"- განაცხადა  ტრამპმა.  ვაშინგტონი გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს და ორი ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს-აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.  მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს. აშშ-ი გმობს რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნოს უკრაინას ხომალდები, დაკავებული ეკიპაჟის წევრები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას- ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში