საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 

16 დეკემბერი 2018, 00:00 1880 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს რიგით მეხუთე და საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი წესით უკანასკნელად არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. სალომე ზურაბიშვილმა, საპრეზიდენტო ფიცი თელავში, ერეკლეს სასახლეში დადო. საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცის დადების ცერემონია 9 წუთი გაგრძელდა. 

ვიდრე არჩეული პრეზიდენტი ტრიბუნასთან მივიდოდა, ქართულ ჯარს მისი წინამორბედი, აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიესალმა და სალომე ზურაბიშვილს, უფლებამოსილება გადააბარა. ერეკლე მეფის სასახლის ეზოში აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი. სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე დღეს, შვილებთან ერთად მივიდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი