საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მესამე სექტორზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს, ხელისუფლება კი ამას ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით ერთი შინაარსის განცხადებებით პასუხობს - ფიქრობენ, რომ კრიტიკული ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებაა.
ორგანიზაციები კი მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებენ დასახოს გეგმა და იფიქროს იმაზე თუ როგორ გამოასწოროს პრობლემური საკითხები. 47-გვერდიან დოკუმენტში ნახსენებია კორუფცია, კლანი, დაძაბულობა, ზეწოლა, არჩევნები, უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული.
მოკლედ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ბევრი საკითხია კრიტიკულად შეფასებული, მათ შორის საუბარია მაჩალიკაშვილი-სარალიძის, აფგან მუხთარლის და არჩილ ტატუნაშვილის საქმეებზე. ანგარიში მოიცავს პოზიტიურ მიმართულებებსაც, მათ შორისაა შსს-ს მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი.