შეწყვეტილი და მიმდინარე პროექტები

16 მარტი 2019, 00:00 1753 ნახვა

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიცია სამი ადგილით გაუმჯობესდა. ქვეყანა დაწინაურდა ფიჩის რეიტინგებშიც. საკრედიტო რეიტინგების კომპანიამ საქართველოს სარეიტინგო პოზიცია BB- პოზიტიურიდან BB სტაბილურამდე გაზარდა.

საკრედიტო რეიტინგი ინვესტორს აწვდის ინფორმაციას ამ ქვეყანაში ინვესტირების რისკის ფაქტორებთან და მის სანდოობასთან დაკავშირებით, სწორედ ამ მიმართულებით დაწინაურდა ქვეყანა. მიუხედავად ამ შედეგებისა, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 35 პროცენტით შემცირდა. ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებია. გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის სახელდება მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, უცხოელი ინვესტორის მიმართ სასესხო დავალიანების დაფარვა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა აჭარაშიც. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, რეგიონში 160 მილიონით ნაკლები პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სხვადასხვა მიზეზთან ერთად, სახელდება ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნა ან შეჩერება. როგორია ეკონომიკური გარემო რეგიონში, რა პროექტები განხორციელდა ან შეჩერდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი