მრჩევლობის კანდიდატების შერჩევა ფარული კენჭისყრით

16 ოქტომბერი 2019, 20:40 1609 ნახვა
00:00
00:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევმა კომისიამ 19-დან 13 კონკურსანტი შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა. მათ შორის კომისიის თავმჯდომარემ მაღალი ქულების კატეგორიაში დაასახელა რაულ ბერიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნათია სირაბიძე, სოსო სტურუა და არჩილ ხახუტაშივილი.

13 კაცს შორის მოხვდა - ნანა ახვლედიანი, რუსლან ბარამიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ დიასამიძე, თამილა დოლიძე, გია ქარცივაძე, გელა ღოღობერიძე და თამარ წილოსანი. რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კანდიდატები, რომელთანაც გასაუბრება აღარ გაიმართება და მათ პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენებენ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში