ზამთრის თასი 2020-ლეგენედების ტურნირი

19 იანვარი 2020, 17:13 1822 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში „ზამთრის თასი“ 2020 გრძელდება. ლეგენდების ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ უეფას და შემდეგ ფიფას გუნდი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. პირველ მატჩში, ქართველმა ფეხბურთელებმა უეფას ნაკრები 5:2 დაამარცხეს. მეორე შეხვედრაშიც ქართველებმა ფიფას გუნდს 5 გოლი გაუტანეს. რამდენჯერმე ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა და ორივე გუნდის წევრებმა 2-2 წითელი ბარათი მიიღეს. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები თურქეთის გუნდს შეხვდა .

ამ წუთებში კი  15 წლამდელთა ფინალი მიმდინარეობს.  პირველი ადგილისთვის თბილისის დინამოსა და რუსთავის ფეხბურთის აკადემია იბრძვის. მატჩის დასრულების შემდეგ ლეგენდების ფინალური შეხვედრა და დაჯილდოება გაიმართება. ტურნირის პარალელურად ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირზე სათამაშოდ ჩამოსული ალენ ჯირესმა და სხვა ლეგენდებმა ბათუმის ცენტრალური სტადიონი მოინახულეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში