ლერი აბულაძე ჩემპიონია

17 სექტემბერი 2016, 00:00 3802 ნახვა

ლერი აბულაძეს გამარჯვება მიულოცეს გულშემატკივრებმა და ოფიციალურმა პირებმა.ფალავანი ხულოს სპორტსკოლამდე  ოვაციებით და შეძახილებით მიაცილეს. ლერი აბულაძე 13 სექტემბერს, თბილისში, გამართულ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ- რომაულ  სტილით ჭიდაობაში,  ოქროს მედლის მფლობელი გახდა. იგი 54 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. აბულაძემ  ფინალამდე  ოთხი მეტოქე ჩამოიშორა,   ფინალში  კი თურქ მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში