ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი 4 გარდაცვლილი იპოვეს

02 ოქტომბერი 2020, 17:58 1690 ნახვა

სოფელ  ჯოჭოში    დაკარგული   ერთი   ოჯახის   სამი წევრიდან  ახლა უკვე მხოლოდ არასრულწლოვანს ეძებენ. ცოტა ხნის წინ ბავშვის მამა გარდაცვლილი,   მანამდე კი რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დედის ცხედარი იპოვეს, უფრო ადრე კი   მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი ნახეს. მასში მყოფი ორივე მგზავრი გარდაცვლილი იყო. უამინდობის მიუხედავად სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მასში ათობით მეხანძრე მაშველია ჩართული. ისინი პერიოდულად ნახულობენ დაკარგულების პირად ნივთებს.  მხოლოდ დღის მეორე ნახევარში სამძებრო სამუშაოების შემდეგ გამოჩნდა სახლის ნანგრევები. თედორაძეების ოჯახის ნათესავები გვიყვებიან, რომ სახლი ავარიული იყო, ოჯახის მხრიდან არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად კი შესაბამისმა უწყებამ მათი მოთხოვნა  სათანადოდ არ შეისწავლა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რეაგირება იქნება უმკაცრესი

გიორგი მიქელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში